ნიუ-იორკში არომატიზებული ელექტროსიგარეტის გაყიდვა აკრძალეს

ნიუ-იორკი აშშ-ის პირველი შტატია, სადაც არომატიზებული ელექტროსიგარეტი აიკრძალა.

არომატიზებულ ელექტროსიგარეტს ბაზრის 60 პროცენტი უკავია. ხელისუფლების წარმომადგენელთა თქმით, არსებული მონაცემი ადასტურებს, რომ არომატიზებული ელექტროსიგარეტი დიდ გავლენას ახდენს ახალგაზრდებზე.

კერძოდ, მაღალი კლასის მოსწავლეებში მოხმარების მაჩვენებელი 2014 წელს 10.5%-ს აღწევდა, 2018 წლის მონაცემით კი, შედეგი 27%-მდე გაიზარდა.