ინდონეზიაში დაუქორწინებელ წყვილებს, რომლებიც ცოლ-ქმრის მსგავსად ერთად ცხოვრობენ, ექვსი თვით პატიმრობა დაემუქრებათ ან ჯარიმის სახით 710 დოლარის გადახდა მოუწევთ.

ინდონეზია ახალი კოდექსის მისაღებად ემზადება, რომელშიც იქნება ჩანაწერი ქორწინების გარეშე სექსის შესახებ, წერს Reuters.

ჩანაწერის თანახმად, იმ პირებს, ვინც ქორწინების გარეშე სექსი ექნებათ, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრებათ. მოსახლეობა ხელისუფლების ინიციატივას აკრიტიკებს და თავისუფლების შეზღუდვად აფასებს.

კანონპროექტის მიხედვით, დაუქორწინებელ წყვილებს, რომლებიც ცოლ-ქმრის მსგავსად ერთად ცხოვრობენ, ექვსი თვით პატიმრობა დაემუქრებათ ან ჯარიმის სახით 710 დოლარის გადახდა მოუწევთ.

გამოცემის ცნობით, ინდონეზია ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქვეყანაა მუსლიმურ სამყაროში. იქ ცხოვრობენ ქრისტიანებიც, ინდუსებიც და ბუდისტების უმცირესობები. ბოლო დროს ინდონეზიაში შეინიშნება კონსერვატორი ისლამისტების აქტივობა.

ახალ კოდექსი მომავალ კვირას უნდა მიიღონ, მას შემდეგ რაც ის პარლამენტთან შეთანხმდება, წერს გამოცემა წყაროზე დაყრდნობით.

კომენტარები ფეისბუქიდან