მასშტაბური ხანძარი სტამბოლში – ტუზლას რაიონში ქიმიურ ქარხანაში აფეთქება მოხდა

ტამბოლში, ტუზლას რაიონში მდებარე ქიმიურ ქარხანაში, რომელიც ტყავის გადამუშავებაზე მუშაობს ხანძარი გაჩნდა. თურქული მედიის ცნობით, ადგილზე გაგზავნილია დიდი რაოდენობით სახანძრო ბრიგადები.

ქარხანაში დროგამოშვებით მცირე აფეთქებებიც ხდება, ხანძარი გავრცელდა ქარხნის ავტოსადგომზეც. ქარის გამო მეხანძრეებს ცეცხლის ლოკალიზება გაუჭირდათ.

სტამბოლის სახანძრო დეპარტამენტის ხელმძღვანელის თქმით, ხანძრის შედეგად არავინ დაღუპულა და დაშავებულა. ალი კარაჰანის განცხადებით, ხანძრის ქრობის ოპერაციაში ჩართულუია 48 სახანძრო ავტომობილი და 138 მეხანძრე.

კომენტარები ფეისბუქიდან