ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს: 20% “ოცნება”, 9% ენმ, 4% “ევროპული საქართველო”, 26%-მა არ იცის – NDI -ის კვლევა

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და CRRC-საქართველოს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მმართველ პარტიას “ქართულ ოცნებას” მხარს მოსახლეობის 20% დაუჭერდა მხარს. “ოცნება” პირველ არჩევნად გამოკითხულთა სწორედ ამ ნაწილმა დაასახელა.

აღსანიშნავია, რომ საკმაოდ დიდი ნაწილი, 26% ამბობს, რომ არ იცის, ვის მისცემდა ხმას, 19% ხმას არცერთ პარტიას არ მისცემდა, ერთიან ნაციონალურ მოძრაობას – 9%, უარი პასუხზე – 9%, პატრიოტთა ალიანსი – 4%, ევროპული საქართველო – 4%.

კვლევის საველე სამუშაოები 2019 წლის 13-29 ივლისს ჩატარდა და მისი ცდომილება +/- 1.7-%-ია. სულ გამოიკითხა 2 131 ადამიანი.

ცნობისთვის, კვლევის ჩატარების პერიოდში მამუკა ხაზარაძეს პოლიტიკური მოძრაობის დაფუძნება ჯერ დააანონსებული არ ჰქონდა და შესაბამისად, მასზე კითხვა დასმული არ არის.