რა უშლის ხელს სინამდვილეში საქართველოს ნატოში გაწევრიანებას – ამერიკელი დიპლომატის აღიარება

„არ უნდა დაგვავიწყდს, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების გარკვეული ნაწილი ამ სანქციების საერთოდ მოხსნის მომხრეა, ასეთი კონსენსუსური ვარიანტია, მკაცრი სანქციების მომხრეებსა და სანქციების საერთოდ მოხსნის მომხრეებს შორის, და ამიტომაც გვაქვს ეს შუალედური სანციები”-ასე ეხმიანება „რეზონანსთან” „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის” ხელმძღვანელი კორნელი კაკაჩია რუსეთის გრესიული პოლიტიკის შემაკვებელ ფაქტორს დასავლეთისგან სანქციების გამკაცრებას.

უკრაინაში აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა უილიამ ტეილორმა საქართველოს პირველ არხთან რუსეთის აგრესიულ პოლიტიკაზე და ამ აგრესიის წინააღმდეგ ნატოს საპასუხო ზომებზე ისაუბრა, მან ყურადღება გაამახვილა უკრაინისა და საქრთველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რომელიც ქვეყნების ნატო-ში გაწევრიანების მთავარ გამოწვევად რჩება.

კაკაჩიამ ახსნა ის გარემოება, თუ დასვლეთი რადიკალურად რატომ ვერ უმკაცრებს სანციებს რუსეთს.

„ზოგადად, უკრაინის პერსპექტივიდან ალბათ საჭიროა მკაცრი სანქციები, რომლებიც პირდაპირ შეეხება რაღაც შეზღუდვებს რუსეთის ეკონომიკისთვის და ცოტა უფრო რადიკალური ხასიათი ექნება, მაგრამ, არ უნდა დაგვავიწყდეს მთავარი რამ, რომ რის გამოა ეს სანქციები შემოღებული.

“მესმის, რომ ეს სანქციები უკრაინას არ მოსწონს და უფრო მეტს მოითხოვენ, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების გარკვეული ნაწილი ამ სანქციების საერთოდ მოხსნის მომხრეა.

“ასეთი კონსენსუსური ვარიანტია მკაცრი სანქციების მომხრეებსა და სანქციების საერთოდ მოხსნის მომხრეებს შორის და ამიტომაც გვაქვს ეს შუალედური სანციები, რომლებიც დღესაა, ეს რეალობაა, იმიტომ რომ იქ ერთი სახელმწიფო ვერ წყვეტს სანქციების დაწესებას.

„აშშ-შიც ისეთი დამოკიდებულებაა, რომ იმათ კი დაადეს რუსეთს სანქციები, მაგრამ იქაც მეტ-ნაკლებდ არ არინ ბოლომდე ჩამოყალიბებულები იქიდან გამომდინარე, რომ ყველას უნდა დაიტოვოს გარკვეული სივრცე იმისათვის, რომ რუსეთთან მოლაპარაკება საერთოდ ჩიხში არ მოაქციონ და ამითი აზრი არ დაუკარგონ მოლაპარაკებებს სხვადასხვა საკითხთან მიმართებაში, როგორიცაა მოლაპარაკება ბირთვულ იარაღის შესახებ და სხვა” – თქვა კაკაჩიამ.

მან ასევე რუსეთის საერთაშორისო სფინანსო სისტემიდან გაძევების რისკებზეც ისაუბრა და თქვა, რომ რუსეთი ჩინეთის მოკავშირე გახდა და გაძევების შემდგომ ისინი კოალიციაში შევლენ, რაც დასავლეთისთვის ძალიან სარისკოა.

„არა მგონია, რომ ვინმე სერიოზულად განიხილავდეს იმ საკითხს, რომ რუსეთი საერთაშორისო საფინანსო სისტემიდან გააძევონ, არ დაგვავიწყდეს, რომ საერთაშორისო პოლიტიკაში უკვე სულ სხვა ტენდენციებია, ჩინეთი რუსეთთან ერთად და კიდევ სხვა სახელმწიფოებთან ერთად დიდი ხანია აქტიურად გამოდიან დასავლთის ძლიერების წინააღმდეგ.

“აქედან გამომდინარე, იმის ფუფუნება დღეს უკვე დასავლეთს აღარ აქვს, რომ ერთპიროვნულად რაღაც სანქციები მიიღოს, რადგან ჩინეთი და რუსეთი თანამშრომლობენ და ამით კიდევ უფრო განამტკიცებენ მათ ალიანსს, რომელმაც შესაძლოა სერიოზული პრობლემები შეუქმას დასავლეთის ინტერესებს, ხელაღებით ამისი გაკეთება ადვილი არ იქნება” – განაცხადა მან.

კაკაჩიამ საქართველოს კონფლიქტზეც ისაუბრა.

„ახალი არ რის, რომ ნატოს არ სურს ისეთი სახელმწიფოების მიღება, რომელსაც აქვს გარვეული მოუგვარებელი კონფლიქტები. არ უდა დაგვავიწყდეს რის გამო ხდება, ეს კონფლიქტები სწორედ ასოცირების ხელშკრულებამ გამოიწვია უკრაინის კონფლიქტი, მანამდე ეს საქართველოსთან მოხდა.

“ანუ დასავლეთმა უნდა გაიაზროს, რომ მხოლოდ ისეთი მიდგომით, რომ რადგან კონფლიქტია და ამის გამო არ უნდა მივიღოთ, ამით შორს ვერ წავალთ და ალბათ უფრო კრეატიული ზომებია სჭირო.

„საქართველოს კონფლიქტი ერთი ის , რომ პირველი შემთხვევა იყო და დასავლეთს ეგონა, რომ ეს იზოლირებული შემთხვევაა და ხანდახან ქართულ მხრესაც აბრალებდნენ ამ კონფლიქტს – თუ ტალიავინის კომისიის დასკვნას ნახავთ დასავლეთმა იქიდან გამომდინარე, რომ რაღაცნაირად თავის თავზე მორალური პასუხისმგებლობა, რომ არ აეღო მივიდა ტალიავინის კომისიაში და ორივე მხარეს გადააბრალა, ამით თითქოს თვითონ მოიხსნა მორალური ვალდებულება.

„მეორე ეტპზე საქართველომ საინფორმაციო ომი წააგო. პირველი დღეებში საინფორმაციო ომი ნორმლური იყო ჩვენი მხრიდან, მაგრამ, შემდეგ წავაგეთ, რუსეთი შეეცადა, რომ თავისი აზრი ამ კონფლიქტის შესახებ მოეხვია დასავლეთისთვის” – განაცხადა კორნელი კაკაჩამ.

უკრაინაში აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა უილიამ ტეილორმა საქართველოს პირველ არხთან რუსეთის აგრესიის ერთ-ერთი შემაკავებელი ფაქტორად დსავლეთის მხრიდან დაწესებული სანქციები დაასახელა, რომლებიც მისი თქმით ამ დროისთვის სკმარისი არ არის.

„უნდა ითქვას, არსებობს უფრო ფართო სანქციებიც, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობას შეუძლია, რუსეთს დაუწესოს. ერთი მხრივ არსებობს სექტორალური სანქციები, თავდაცვის, ენერგეტიკის, საფინანსო სექტორის მიმართულებით, რაც შეგვიძლია, რუსეთის წინააღმდეგ ავამოქმედოთ.

შეგვიძლია, უფრო მეტ ადამიანსაც დავუწესოთ შეზღუდვა, რომ ვერ მიიღონ ვიზა, მათმა ოჯახებმა ვერ შეძლონ მოგზაურობა ან განათლების მიღება ბრიტანეთსა თუ აშშ-ში, რომ გავუყინოთ ფასიანი ქაღალდები.

ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სანქცია, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ ჯერ არ გამოგვიყენებია და ეს რუსეთმაც კარგად იცის, არის მისი გაძევება საერთაშორისო საფინანსო სისტემიდან. ეს ქვეყნისთვის იქნება დამანგრეველი.

ეს არასდროს გვიქნია, მაგრამ კიდევ ერთი აგრესიული ნაბიჯის შემთხვევაში, შეიძლება, გამოყენებული იყოს. პუტინისთვის ეს სანქცია არის საფასური. ვფიქრობ, პუტინს არც კი უფიქრია, რომ ევროპელები სანქციებს დიდი ხანი დაუწესებდნენ.

ალბათ კრემლში იფიქრეს, რომ რამდენიმე ქვეყანაზე იმუშავებდნენ, ვიცით ვისზეცაა საუბარი და სანქციები მოიხსნებოდა, თუმცა ფაქტია, ასე არ მოხდა და ისინი პირიქით, გახანგრძლივდა” – განაცხადა უილიამ ტეილორმა.

ტეილორმა უკრაინისა და საქართველოს ნატოში გაწევრიანების გზებზე ისაუბრა, მან ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ამ ქვეყნების მტკივნეული თემა როგორიცაა ოკუპაცია, ალიანსში გაწევრანების მთავრ გამოწვევად რჩება.

„საქართველოსა და უკრაინას კარგად ახსოვთ 2008 წლის ნატოს ბუქარესტის სამიტის გზავნილი, მაშინ „მაპი” ვერც საქართველომ მიიღო და ვერც უკრაინამ, მაგრამ სამიტის განცხადებაში ჩაიწერა პირობა, რომ ისინი აუცილებლად გახდებიან ნატო-ს წევრები მომავალში, დაუკონკრეტებელ დროს.

საქართველოსა და უკრაინის წევრობის სურვილი ცნობილია, იგი კონსტიტუციითაა გაწერილი. სამხედრო წვრთნები არის ნაწილი იმ საქმის, რაც უნდა გაკეთდეს მიზნის მისაღწევად.

ვერ გეტყვით, ამ პროცესში თქვენი ქვეყნები უნდა მოიაზრებოდნენ თუ არა ერთად ან ცალ-ცალკე, როდესაც პროცესს დაიწყებთ, მაშინ იქნება ეს გადასაწყვეტი.

ცხადია, ნატო-ს არ სურს ისეთი ახალი წევრი, რომელიც მას რუსეთთან დაპირისპირების შანსს უზრდის. თუმცა, ვაშინგტონის ხელშეკრულებაში ნათქვამია, რომ ნებისმიერ ევროპულ ქვეყანას შეუძლია წევრობაზე განაცხადის გაკეთება, თუნდაც გამოწვევების მქონეს.

“კარგი იქნებოდა, რუსები გასულიყვნენ სამხრეთ ოსეთიდან, აფხაზეთიდან, ყირიმიდან თუ დონბასიდან, ეს უფრო მარტივს გახდიდა გაწევრიანებას.” – განაცხადა უილიამ ტეილორმა.

აღსანიშნავია, რომ 2014 წელს რუსეთის მერ ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის და სევასტოპოლის ანექსიის შემდგომ, ევროკავშირმა, აშშ-მ და ზოგიერთმა სხვა ქვეყანამ რუსეთს ეკონომიკური სანქციები დაუწესა, რომელიც მიზნად ისახავდა უკრაინის მიმართ რუსეთის პოლიტიკის შეცვლის მიღწევას.2008 წელის კი რუსეთის მირ სქართველოს ტრიტორიების ოკუპაციის შემდგომ რუსეთს დასავლთის მხრიდან სანქციები არ დაუწესებია, რაზეც შემდეგ დასავლელი დიპლომატები სინანულს გამოთქვამდნენ.
rezonansi

კომენტარები ფეისბუქიდან