ადგილობრივი ბიზნესი: „ნო-გემო-ნა“- 21 სექტემბერს ჯილდოვდება Business Persona 2019-ის ტიტულით!

მედია სააგენტო TVM NEWS-ის გრანდიოზული პროექტი: Mrs. & Mister Business Persona 2019-ის დაჯილდოვების ცერემონიალი, რომელიც იმართება მსოფლიო კვირეულის ფარგლებში და აქედან გამომდინარე მინიჭებული აქვს საერთაშორისო სტატუსი, დასკვნით ეტაპს უახლოვდება.

ფინალი გაიმართება ქ. ბათუმში 21 სექტემბერს-ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრში. ყოველდღიურად ჩვენ წარმოგიდგენთ დაჯილდოვების ნომინანტ კანდიდატებს: (საქმიანი და წარმატებული ადამიანები, ორგანიზაციები და პროფესიები).

გაცნობებთ, რომ ნომინაცია „ბათუმის პრიმა-გემო სტანდარტი“ ჯილდოვდება: ადგილობრივი ბიზნესი: „ნო-გემო-ნა“/ნონას ტორტები და მისი მწარმოებელი: ნონა ფხაკაძე, ჩვენი მედია სააგენტო სიხარულით ულოცავს მას ამ წარმატებას, ყველა ვინც იცნობთ ქალბატონ ნონას და დაგემოვნებული გაქვთ მისი უგემრიელესი ხელოვნების შედევრები: (ნამცხვრები, ტორტები, პასკები) დამეთანხმებით ალბათ, რომ იგი თავისი საქმის ნამდვილი პროფესიონალია და კეთილსინდისიერად და მაღალი სტანდარტით ემსახურება საკუთარ მომხმარებლებს, ამიტომ ნამდვილად იმსახურებს ამ ჯილდოს!

ეწვიეთ ნონას ტორტებს ,,ნო-გემო-ნა”ს ბათუმში და შეუკვეთეთ უგემრიელესი ტორტები ულამაზესი დიზაინითა და შესაბამისი გაფორმებით:

კომენტარები ფეისბუქიდან