“ნიშანდობლივია, რომ არც NDI-ის და IRI-ის 26 მაისი არ შეუფასებია” – ნინო ბურჯანაძე

,,ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ 20 ივნისის შესახებ NDI-ის გამოკითხვა შეაფასა, თუმცა საერთაშორისო ორგანიზაციას შეახსენა, რომ 2011 წლის 26 მაისს მიტინგის დარბევაზეც უნდა გამოეკითხათ საზოგადოება.

,,მე რა თქმა უნდა სწორად მიმაჩნია, რომ NDI 20 ივნისის მოვლენები შეაფასა, მაგრამ აქვე მიჩნდება რიტორიკული კითხვა, რომლის პასუხი მე ძალიან კარგად ვიცი – რატომ არ შეფასა თავის დროზე, 2011 წლის 26 მაისი არც NDI , არც IRI და რატომ არ იქნა მათ მიერ გამოკითხული საზოგადოება თუ როგორი იყო ჩვენი თანამოქალაქეების განწყობა 26 მაისის მიტინგის დარბევასთან დაკავშირებით მაშინდელი პრემიერ-მინისტრის ან მაშინდელი შს მინისტრის მიმართ?
მაშინ არცერთ ამ ორგანიზაციებს თავში აზრად არ მოსვლია, რომ თავიანთ გამოკითხვებში ერთი შეკითხვით მაინც გაერკვიათ ამ ადამიანების განწყობა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ აბსოლუტურად სწორად მიმაჩნია 20 ივნისის შესახებ გამოკითხვა, მაგრამ 26 მაისის მიტინგის დარბევაზეც მსგავსი კვლევა უნდა ჩაეტარებინათ” – განაცხადა ,,ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ.