არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის საქმის შემზარავი დეტალები – “ერთ-ერთი გოგონა 5 წლის იყო, როცა ფოტოების გადაღება დაიწყეს… მშობლები თავად იჩენდნენ ინიციატივას”

თბილისის საქალაქო სასამართლო ბოლო დროის ერთ-ერთ ყველაზე შემზარავბ საქმეს იხილავს. საუბარია არასრულწლოვანთა პორნოგრაფიისა და ტრეფიკინგის საქმეზე. განსასჯელის სკამზე 11 პირი ზის, მათ შორის ყველაზე დრამატული ის არის, რომ დაკავებულთა შორის პატარა გოგონების მშობლებიც არიან.
საქმის პროკურორის, მარიამ გოგორელიანის განცხადებით, ხშირ შემთხვევაში, არასრულწლოვანთა მშობლები თავად იჩენდნენ ინიციატივას, რომ მათი შვილები ხშირად გადაეღოთ.
“ყველა ბრალდებული მშობლისთვის ცნობილი იყო, თუ სად იღებდნენ მათ შვილებს. ყველა მშობელი თვითონ იღებდა თანხას. ხშირ შემთხვევაში, მშობლები თვითონ იჩენდნენ ინიციატივას, რომ ბავშვები უფრო ხშირად გადაეღოთ. ამ საქმეში ჩართულ ადამიანებს თავიანთი ნაცნობები მოჰყავდათ, ასე ვთქვათ, ერთი წრეა”, -აცხადებს გოგორელიანი.
როგორც ირკვევა, ავსტრალიელი ბრალდებული, რომელსაც ეს ფოტო სალონი ჰქონდა, თავის ქვეყანაშიც ამავე ბრალდებით იყო გასამართლებული.
“როგორც გეიხმანი აცხადებს, მსგავსი დანაშაულისთვის ავსტრალიაში ნასამართლევია, ასევეა, ამერიკის მოქალაქეც. ჩვენი ინფორმაციით, მათ რა სასჯელიც იქ მისჯილი ჰქონდათ, მოიხადეს“, – აცხადებს გოგორელიანი.
პროკურატურის ინფორმაციით, 8-12 წლის გოგონებს 2017 წლიდან უღებდნენ პორნოგრაფიული ხასიათის ფოტობს და ხდებოდა მათი საზღვარგარეთ რეალიზაცია.
“ამერიკის მოქალაქეს ურიცხავდნენ ანგარიშზე თანხას, რომელსაც ის აძლევდა სხვა ორგანიზატორებს და არასრულწლოვნების მშობლებს. ფულს ასევე იღებდა ავსტრალიის მოქალაქეც პორნოგრაფიული მასალის გავრცელების შედეგად. ის თვითონ არასრულწლოვნებსაც უხდიდა გარკვეული ოდენობის თანხას. გარკვეული გარემოებებიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე ყველა არასრულწოვანი გამოკითხული არ არის.მათ ფსიქოლოგიური დახმარებაც სჭირდებათ.
საუბარია ძალიან პატარა ასაკის ბავშვებზე. ერთ-ერთი არასრულწლოვანი 5 წლის იყო, როცა მის მიმართ ფოტოების გადაღება დაიწყეს. ამ ასაკის ბავშვს საერთოდ არ სჭირდება ფიზიკური ძალადობა, რომ დაიყოლიო გარკვეულ ქმედებაზე. ყველაზე უფროსი 16 წლისაა”, – აცხადებს გოგორელიანი