პარლამენტის თავმჯდომარემ პრეზენტაცია გამართა. არჩილ თალაკვაძე საკანონმდებლო ორგანოს წინაშე არსებულ ათ გამოწვევაზე ისაუბრა. პირველ ასეთ საკითხად პოლიტიკოსმა საარჩევნო რეფორმა დაასახელა.
მეორე მნიშვნელოვანი თემა სასამართლო სისტემაა. თალაკვაძის თქმით, საშემოდგომო სესიაზე პარლამენტი სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღას განახორციელებს.
მესამე გამოწვევა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციია, რომლის მიმართულებითაც პარლამენტი აქტიურ მუშაობას გეგმავს. პარლამენტის თავმჯდომარემ 10 გამოწვევას შორის ასევე მნიშვნელოვან თემად საპარლამენტო ზედამხედველობის საკითხი დაასახელა.
ჩამონათვალშია ასევე: 2020 წლის ბიუჯეტი; ტერიტორიული მთლიანობის საკითხები და ანტისაოკუპაციო პოლიტიკა; გარემო და ეკოლოგია; ბავშვის უფლებები; ბიზნესის მხარდაჭერა; სოფლის მეურნეობის ხელშეწყობა.