პუბლიცისტი გოგი ლორთქიფანიძე წერს:
“ნელ-ნელა ავიწყდება ადამიანებს ის 9 წელიწადი და ნელ-ნელა “კეთილშობილდება” ნაცმოძრაობა და კომპანია. მათი სამიზნე 19-22 წლამდე ამომრჩეველია, რომელსაც არ ახსოვს ის დანაშაულებრივი ქმედებები, რასაც ჩადიოდა მაშინდელი რეჟიმი.
ამიტომაა აუცილებელი განვლილი წლების პოლიტიკური შეფასება, ამიტომაა აუცილებელი ” სიმართლის დამდგენი” კომისიის შექმნა და შეფასება ყველაფერი იმისი, რაც მოხდა 1990- 2018 წლებში.
ეს არ არის ველოსიპედი, უამრავ ანალოგს იცნობს მსოფლიო პოლიტიკური პრაქტიკა და სურვილის შემთხვევაში შესაძლებელი იქნება ამის გაკეთება.
ყველას და ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა და ბოლო მოეღება სიმბოლოებით და მოვლენებით პოლიტიკურ მანიპულაციებს.”