რუსეთის არმიისთვის , პუტინის ჩასვლა უიღბლო გამოდგა

16-22 სექტემბერს, ორენბურგში, საერთაშორისო სამხედრო წვრთნები – “Центр2019” მიმდინარეობდა, რომელშიც რუსეთის, ჩინეთის, პაკისტანის, ყირგიზეთის, ინდოეთის, ყაზახეთის, ტაჯიკეთისა და უზბეკეთის სამხედრო მოსამსახურეები მონაწილეობდნენ. სწავლებებზე დასწრების მიზნით 20 სექტემბერს ორენბურგში თავად ვლადიმირ პუტინი ჩავიდა.
რუსეთის არმიისთვის სამწუხაროდ, პუტინის ჩასვლა უიღბლო გამოდგა – იმავე დღეს, სამხედრო თვითმფრინავ Ил-76-დან დესანტირების განხორციელებისას ორი სამხედრო სადესანტო მანქანა БМД, რომელთა პარაშუტიც არ გაიხსნა, მიწაზე დაენარცხა და ჯართად იქცა.
რუსეთის თავდაცვის უწყება თავს იმით იმშვიდებს, რომ დესანტის გადმოსხმისას სამხედრო ტექნიკაში ჯარისკაცები არ იმყოფებოდნენ და არავინ დაშავებულა.