ბრიჯიტ ბრინქსის დაბლოკვა ძალიან დიდი შეცდომაა

საქართველოს ხელისუფლების მხრიდან აშშ-ის ელჩის თანამდებობაზე ბრიჯიტ ბრინქსის დაბლოკვაზე კიდევ ერთი უცხოელი მაღალჩინოსანი საუბრობს.

USAID-ის ხელმძღვანელის თანაშემწე ევროპასა და ევრაზიაში თომას მელია “ძალიან დიდ შეცდომას” უწოდებს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას.

“საქართველოს მთავრობამ დაუშვა ძალიან დიდი შეცდომა, როდესაც არ დაამტკიცა ბრიჯით ბრინქსის კანდიდატურა საქართველოში ამერიკის ელჩად. ის იქნებოდა საუკეთესო წარმომადგენელი, რადგან კარგად იცნობს ქვეყანას. ასევე ის იქნებოდა საქართველოს კარგი ადვოკატი შეერთებულ შტატებში და ამერიკის ინტერესებისთვისაც საუკეთესო ადვოკატი საქართველოში”- განაცხადა მელიამ.