დავით ნარმანია: გაზის ტარიფის მნიშვნელოვანი ზრდა მოსალოდნელი არ არის

გაზის ტარიფის განსაკუთრებული ზრდა მოსალოდნელი არ არის – ამის შესახებ ჟურნალისტებთან სემეკის წევრმა და კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატმა დავით ნარმანიამ განაცხადა.
,,ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, ტარიფის ზრდასთან დაკავშირებით რაიმე სახის განსაკუთრებული მოლოდინი არ არსებობს. ეს არის ბუნებრივი პროცესი, როდესაც სემეკის შესაბამისი სამსახურები აკეთებენ წარმოდგენილი განაცხადის შეფასებას, კალკულაციას – განაცხადა დავით ნარმანიამ. გაზგამანაწილებელი კომპანიების განაცხადებს, სემეკი წლის ბოლომდე განიხილავს. რაც შეეხება ელექტროენერგიის ტარიფებს, ნარმანიას ინფორმაციით, ისინი დადგენილია 2020 წლის ბოლომდე. შესაბამისად, ამ ეტაპზე ცვლილებები არ განიხილება.
ცნობისთვის, ამ წუთებში პარლამენტში სემეკის თავმჯდომარედ დავით ნარმანიას კანდიდატურას განიხილავენ.