“ძალიან სასიამოვნოა, რომ აგრესიული ბოკერია აღარ არის ნაციონალურ მოძრაობასთან ასოცირებული” – ნიკა მელია

“მთავარზე” გადაცემა “აქცენტების” გუშინდელ ეთერს ეხმაურება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია.

“ახლა ვუყურე გოცირიძე vs ბოკერია

აბსოლუტურად გაუგებარია რატომ იყო ბოკერია ასეთი აგრესიული

მოკლედ, გადაცემის ყურებისას საკუთარ თავს გამოვუტყდი – ძალიან სასიამოვნოა რომ აგრესიული ბოკერია აღარ არის ნაციონალურ მოძრაობასთან ასოცირებული.” – წერს ოპოზიციის ლიდერი და ენმ-ის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე.

გუშინ ჟურნალისტ ეკა კვესიტაძის სტუმრები იყვნენ ენმ-ის წევრი, დეპუტატი რომან გოცირიძე და ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია.