გიგა ბოკერიასა და რომან გოცირიძის გუშინდელთ დებატებთან დაკავშირებით, “ევროპული საქართველოს” ლიდერი მეუღლე, ჟურნალისტი თამარ ჩერგოლეიშვილი “ფეისბუქის” პირად გვერდზე პოსტს აქვეყნებს:
“ვნებათაღალვები არ წყდება ენმ-ის ფლანგზე გიგას და რომან გოცირიძის გუშინდელი ეთერის გამო.
მათთან საუბარს, ვისთვისაც სააკაშვილთან კონკურენციის სურვილი ღვთისგმობა და მკრეხელობაა, აზრი არ აქვს!
რაც შეეხება დაბნეულებს:
მეგობრებო, კამათი არ არის ხოცვა (კინკლ’აობა).
განსხვავებული აზრის ქონა, არ არის მტრობა.
საქართველო არ არის საბჭოთა კავშირი.
ჩვენ გვინდა ლიბერალური დემოკრატიის კონსოლიდაცია სადაც სწორი აზრი განსხვავებული აზრების თავისუფალ ჭიდილში იმკვიდრებს თავს!
ჩვენ სხვადასხვანაირად ვხედავთ იმას, თუ რა გზით უნდა წავიდეს ქვეყანა ივანიშვილის დამარცხების შემდეგ!
ჩვენ გვჯერა და ვიცით, რომ ჩვენი ხედვა სხვისას სჯობია და ბუნებრივია ჩვენი სურვილი, მეტი ადამიანი დავარწმუნოთ ამაში!
მგონი ძალიან მარტივად გასაგებია”, – წერს ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში.
ტელეკომპანია “მთავარი არხის” გუშინდელი გადაცემის “ღამის მთავარი” სტუმრები “ნაციონალური მოძრაობის” წევრი რომან გოცირიძე და “ევროპული საქართველოს” ლიდერი გიგა ბოკერია გახლდათ. ტელეწამყვან ეკა კვესიტაძესთან ინტერვიუს დროს ოპოზიცონერ დეპუტატებს შორის მწვავე დებატები წარიმართა.
ინტერვიუს “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ნიკა მელია “ფეისბუქის” პირად გვერდზე გამოეხმაურა:
“ახლა ვუყურე გოცირიძე vs ბოკერია. აბსოლუტურად გაუგებარია რატომ იყო ბოკერია ასეთი აგრესიული…
მოკლედ, გადაცემის ყურებისას საკუთარ თავს გამოვუტყდი – ძალიან სასიამოვნოა რომ აგრესიული ბოკერია აღარ არის ნაციონალურ მოძრაობასთან ასოცირებული”, – დაწერა ნიკა მელიამ სოციალურ ქსელში, პოსტის კომენტარებში კი დასძინა: – “უადგილოდ აგრესიული იყო და ამით როგორც ჩანს მიაჩნია (მის სასარგებლოდ ) პარტიებს შორის განსხვავებებს აჩვენებს, არადა პირიქით არის და პრინციპში მახარებს ეს ფაქტი
რაც უფრო მეტი ამომრჩეველი მიხვდება, რომ ბოკერიას ჩვენთან არაფერი საერთო არა აქვს – “ნაცმო” მით უფრო მეტ ამომრჩეველს მოიზიდავს, ამაში 2018 წლის არჩევნებზე დავრწმუნდი, კერძოდ მცხეთის რაიონში”
მელიას მხრიდან ბოკერიას მისამართით გაჟღრებულ კრიტიკას, თამარ ჩერგოლეიშვილი ცინიკური პოსტით გამოეხმაურა:
“ვინ თქვა, რომ მე და მელია ვერ შევთანხმდებოდით!” – დაწერა ჩერგოლეიშვილმა “ფეისბუქის” პირად გვერდზე, სოციალურ ქსელის მომხმარებლის საპასუხოდ კი პოსტის კომენტარში კვლავ ცინიზმით შემოიფარგლა:
“სასტიკად აგრესიული იყო – სხვა პარტია ვარო, შეახსენა და ჩემი მთავრობა მინდა იყოს, თქვენი არაო
გული ამოაგლიჯა კვესიტაძეს და რომანს და შეჭამა.” – და სისხლს ილოკავდა ენით ტუჩებიდან”.