დავბრუნდები თუ არა პოლიტიკაში, ამასთან დაკავშირებით პასუხი მექნება ოქტომბრის ბოლოს,

“2020NEWS” -ის ინფორმაციით, თანამდებობიდან სკანდალურად წასული ყოფილი ეკონომიკის მინისტრი გიორგი ქობულია პოლიტიკაში ბრუნდება.

გიორგი ქობულია “2020NEWS”-თან აღნიშნულ ინფორმაციას არ უარყოფს და აცხადებს, რომ ამ ეტაპზე სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფთან კონსულტაციებს აწარმოებს.

მისი თქმით, პოლიტიკაში შესაძლო დაბრუნების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ცნობილი, ნოემბრის დასაწყისში გახდება.

“დავბრუნდები თუ არა პოლიტიკაში, ამასთან დაკავშირებით პასუხი მექნება ოქტომბრის ბოლოს, ნოემბრის დასაწყისში.

ამ პერიოდში ვიტყვი ვბრუნდები თუ არა პოლიტიკაში. ნოემბრის ბოლოს დავამთავრებ კონსულტაციებს, რომელსაც სხვადასხვა მიმართულებით ვაწარმოებ.

კონკრეტულად ვისთან ვაწარმოებ მოლაპარაკებებს, ამ ეტაპზე ვერ ვისაუბრებ“,- განაცხადა გიორგი ქობულიამ.

ცნობისთვის, მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს ყოფილმა ეკონომიკის მინისტრმა გიორგი ქობულიამ დაახლოებით, ოთხი თვის წინ თანამდებობა საკუთარი ნებით დატოვა.

არაოფიციალური ინფორმაციით, კი პრემიერმა მამუკა ბახტაძემ გაათავისუფლა, რაც ყოფილ მინისტრს არ უარყვია.

2020NEWS”