თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, თინა ხიდაშელმა „ტვ პირველის“ ეთერში პრეზიდენტის სკანდალური შეწყალებების შესახებ ისაუბრა. მისი აზრით, სალომე ზურაბიშვილი თავის საპრეზიდენტო ვადას ბოლომდე ვერ მიიყვანს და მოღვაწეობას იმპიჩმენტით დაასრულებს.
თინა ხიდაშელი ამბობს, რომ ივანიშვილმაც პირველი შეხვედრიდან ძალიან კარგად იცოდა, რომ ზურაბიშვილის ხასიათი და მან მაშინ ზუსტი დიაგნოზი გააკეთა.
“ პირველ ჯერზე მისთვის, ანუ ივანიშვილისთვის ამ ალღოს არ უღალატია. ზურაბიშვილთან პირველივე შეხვედრის შემდეგ მან ზუსტი დიაგნოზი გააკეთა. შემდეგ რა მოხდა არ ვიცი. მე ვესწრებოდი იმ პირველ შეხვედრას
2011 წელს, როდესაც გუნდი კეთდებოდა იმ პერიოდში, როდესაც ისინი პირველად შეხვდნენ ერთმანეთს. და მან ზუსტი დიაგნოზი დაუსვა , რომ მასთან ურთიერთობა არ შეიძლებოდა. მერე რა მოხდა არ ვიცი. რა შეიცვალა და ამაზე სპეკულაცია არ არის ჩემი მხრიდან სწორი. აბსოლუტურად ზუსტი, უშეცდომო ალღო ქონდა მაშინ, არა მარტო ამ საქმეში, არამედ სხვა საქმეშიც.“ – განაცხადა თინა ხიდაშელმა.