აშშ-ს პრეზიდენტის ადმინისტრაცია და პრეზიდენტი აქტიურად მუშაობს სხვაასხვა ქვეყანაში, ლგბტ საზოგადოებებთან, რომლებიც თავდასხმისა და შევიწროვების მსხვერპლი ხდებიან – ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გაეროს გენერალურ ანსამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
“ყველა ადამიანს აქვს უფლება იცხოვროს ღირსეულად, ამიტომ ჩემი ადმინისტრაცია მუშაობს სხვა ქვეყნებთან, რომ წერტილი დაუსვას გეი ადამიანების კრიმინალიზაციას. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ლგბტ საზოგადოებებთან სხვაასხვა ქვეყანაში, რომლებიც თავდასხმისა და შევიწროვების მსხვერპლი ხდებიან. ჩვენ მივაღწევთ მას, რომ სექსუალური ორიენტაცია აღარ იყოს შევიწროვების და თავდასხმის მიზეზი” – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
აშშ-ს პრეზიდენტმა თანამედროვე სამყაროში ქალის როლზეც ისაუბრა.