ახმეტაში ახალგაზრდა ბიჭის დამწვარი ცხედარი იპოვეს

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხოდაშენის სასაფლაოების მიმდებარედ ახალგაზრდა ბიჭის დამწვარი ცხედარი მწყემსმა იპოვა.

ახალგაზრდა ბიჭს რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ, ის სასტუმროში მუშაობდა.

შემთხვევის ადგილზე ნაპოვნია ბენზინიანი ავზიც.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.