რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ საქართველოს ნატოში ინტეგრაციის შემთხვევაში ალიანსთან და კონკრეტულ ქვეყნებთან ურთიერთობა საგრძნობლად გაუარესდება.
გამოცემა კომერსანტ-მა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ჰკითხა, რისი თქმა შეუძლია მოსკოვს ვაშინგტონისთვის და არის თუ არა რაიმე შანსი სამიტის “ნორმალურ ფორმატში” ჩატარებისთვის. ჟურნალისტი ასევე დაინტერესდა, იქნება თუ არა ომი, თუ საქართველო ნატოში გაწევრიანდება?
სერგეი ლავროვმა უპასუხა, რომ ომი არ დაიწყება და ამის პირობას თავად დებს.
“გპირდებით, ჩვენ ომს არ დავიწყებთ, მაგრამ ჩვენი ურთიერთობები ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან და იმ ქვეყნებთან, რომლებიც მასში გაწევრიანებას პრიორიტეტად თვლის, სერიოზულად შეირყევა”- განაცხადა ლავროვმა “კომერსანტთან” ინტერვიუში.
