დღეს , ბოლნისის (N33ოლქი) მაჟორიტარი პარლამენტის წევრმა, გოგი მეშველიანმა სამუშაო შეხვედრა გამართა ადგილობრივ არასამთავრობო სექტორსა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარმომადგენლებთან.დამსწრე საზოგადოებას მოსახლეობასთან ღია ფორმატის შეხვედრების ანგარიში წარუდგინა.
გოგი მეშველიანი -„ჩვენი დღევანდელი შეხვედრის და დისკუსიის მიზანი გახლდათ ის , რომ არასამთავრობოებთან შეგვეჯერებინა ჩვენი პოზიციები და მათთან ერთად დაგვესახა სამომავლო გეგმები.ეს ადამიანები, საკმაოდ აქტიურად არიან ჩართული საზოგადოებრივ პროცესებში , ძალიან ბევრი საინტერესო კითხვა დაისვა და რაც მთავარია შევთანხმდით, რომ ჩამოვაყალიბებთ გარკვეულ ტრადიციას, როცა პერიოდულად, სამ-ოთხ თვეში ერთხელ შევიკრიბებით რათა გავაანალიზოთ, შევაფასოთ ის გადაწყვეტილებები, რომლებიც იქნება მიღებული.მიმაჩნია, რომ მსგავსი აქტივობების გამართვა მეტ პოზიტიურ შედეგს მოიტანს ჩვენი მოქალაქეებისთვის.“
აგვისტოს თვეში მაჟორიტარმა 25 საჯარო შეხვედრა გამართა სოფლის მოსახლეობასთან, სადაც მიმდინარე საჭიროებებსა და პრობლემებზე 1000-მდე მოქალაქეს გაესაუბრა.
ღონისძიების მიზანია სამოქალაქო და საჯარო სექტორის ურთიერთთანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავება. შედგეს დისკუსია არსებულ პრობლემებზე, გამოწვევებზე და ერთობლივად ჩამოყალიბდეს რეკომენდაციები იმ მოქმედებებისთვის, რაც ცალკეული საკითხების მოგვარებას შეუწყობს ხელს.
აღნიშნულ შეხვედრა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერითა და დიდიბრიტანეთის მთავრობის UK aid-ისფინანსური ხელშეწყობით განხორციელდა.