ბესელიას 17 მძღოლი ჰყავს გამოცვლილი და როგორც ვიცი, მათაც შეხებია ფიზიკურად – ზარდიაშვილი

ბესელიას 17 მძღოლი ჰყავს გამოცვლილი და მე როგორც ვიცი, მათაც შეხებია ფიზიკურად, –  განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ვანო ზარდიაშვილმა ტელეკომპანია „მაესტროს“

მისი თქმით, ეკა ბესელიას ემოციურად გაუწონასწორებელია და იურიდიულ საკითხთა კომიტეტში ეს იცის ბევრმა.

“ეს ძალადობა პირველი არ არის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტში ეს იცის ბევრმა ადამიანმა, მას ჰყავს 17 მძღოლი გამოცვლილი და მათ შორის მათაც, მე როგორც ვიცი, შეხებია ფიზიკურად და, შესაბამისად, ეს ჩემთვის ახალი არ იყო, უბრალოდ, საზოგადოებამ ნახა ნიღბის გარეშე ეკა ბესელია”, – თქვა ზარდიაშილმა.