რუსეთში 1 ოქტომბრიდან აივნებზე მოწევა იკრძალება

რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიცკრძალავს  „ღია ცეცხლის“ გამოყენებას აივნებზე, საერთო საცხოვრებლების ოთახებსა და სასტუმროს ნომრებში.

კანონში „ღია ცეცხლის“ განსაზღვრება არ არის დაკონკრეტებული,  თუმცა სააგენტო  RBC.RU-ს ცნობით მასში სანთებელები და ასანთების გამოყენება იგულისხმება.

„ნებისმიერი ფორმით ცეცხლის გაჩაღება კანონით აკრძალულია. არ შეიძლება არც ბარბექიუს მოწყობა და არც სანთლის ანთება. ეს ყველაფერი მიუღებელია“ – აცხადებენ რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროში.