ზარდიაშვილის სახით,ვთხლიშე იმათაც, ვის… სახედაც არის ქცეული” – ეკა ბესელია

ეკა ბესელიამ “მთავარი არხის” ეთერში არლამენტში, დღევანდელ დაპირისპირებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ არც ერთი წუთი არ იპყრობს სინანული იმის გამო, რომ ვანო ზარდიაშვილს “თხლიშა”.
“არც ერთი წუთი არ მიპყრობს სინანული. ჩემი რეაქცია იყო პროპორციული პასუხი იმიტომ, რომ მისი საქციელის საპასუხო ვერ იქნებოდა ჩემი რეპლიკა… მისი სახით ვთხლიშე იმათაც, ვის… სახედაც არის ქცეული” – თქვა ბესელიამ.

ნიკა გვარამიას კითხვაზე, ეკუთვნოდა თუ არა ეს სილა ბიძინა ივანიშვილს ბესელია პასუხობს, რომ ეკუთვნოდა, რადგან დღეს როდესაც ზარდიაშვილი „ქართული ოცნების“ სახედ არის ქცეული, პირველ რიგში ივანიშვილის პასუხისმგებლობაა.

“კი, კი, და გავაკეთე განცხადება და ვთქვი კიდეც იმიტომ, რომ დღეს როდესაც ზარდიაშვილი „ქართული ოცნების“ სახედ არის ქცეული, პირველ რიგში ივანიშვილის პასუხისმგებლობაა” – განაცხადა ბესელიამ, გადაცემაში “ღამის მთავარი”.

შეგახსენებთ, დღეს პარლამენტში, იურიდიული კომიტეტის სხდომაზე, დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ „ქართული ოცნების“ წევრს, ვანო ზარდიაშვილს გაარტყა. ბესელიას ამ ქმედება მოჰყვა ზარდიაშვილის რეპლიკას, რა დროსაც მან “ბესელიას მორალი” ნეგატიურ კონტექსტში ახსენა.

ეკა ბესელიამ გააცხადა, რომ ზარდიაშვილმა მას „ამორალური პროვოკაცია” მოუწყო და მისი მისამართით ამბობდა ისეთ შეურაცხმყოფელ ფრაზებს, რომლებიც ზღვარს სცდება.