ბრედ პიტის ცხოვრებაში ახალი ქალი გამოჩნდა. US Weekly წერს, რომ 55 წლის მსახიობი სამკაულის დიზაინერ სეთ ჰარი ხალსას ხვდება.
გამოცემის წყაროს ინფორმაციით, 50 წლის ხალსა ყველაზე „მიწიერი“ და პრაგმატულია იმ ქალებს შორის, რომლებიც ბრედის ცხოვრებაში ყოფილან.
პიტისა და ხალსას შესახებ პირველად ერთი წლის წინ ალაპარაკდნენ, როდესაც ისინი მუსიკალურ ღონისძიებაზე დააფიქსირეს ერთად. წყვილმა საღამო ერთმანეთის გვერდით გაატარა, იცინოდნენ და ჩუმად საუბრობდნენ
US Weekly-ს წყარო ამბობს, რომ ურთიერთობა ჯერ-ჯერობით არც ისე სერიოზულია, თუმცა ბრედისთვის „სეთი ძალიან განსაკუთრებული ადამიანია და მასთან ერთად ყოფნა ძალიან უყვარს“.
პიტი 2000-2005 წლებში ჯენიფერ ენისტონზე, 2014-დან 2016 წლამდე კი – ანჯელინა ჯოლიზე იყო დაქორწინებული