შინდისი“- ეს სახელწოდება თავისთავად უკვე დიდ ემოციას იწვევს, იმ ადამიანებში ვისაც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი უბრალოდ – ახსოვს.
ფილმის სიუჟეტი დაფუძნებულია 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში მომხდარ რეალურ ამბავზე, როცა სოფელ შინდისში, რუსულმა საოკუპაციო ჯარებმა, სამშვიდობო დერეფნის გამოცხადების შემდეგ, მოტყუებით და ომის ყველა დაუწერელი და დაწერილი წესის დარღვევით, ალყა შემოარტყეს ქართველ მებრძოლებს და სისხლიანი ბრძოლის შემდეგ, 17 მათგანი ადგილზე მოკლეს, ხუთი მძიმედ დაჭრილი კი, სოფლის მოსახლეობამ საკუთარი სიცოცხლის რისკის მიუხედავად გადაარჩინა (ფილმის 80% ამ თემაზეა აგებული).
პირველი თრეილერის გამოჩენისთანავე „შინდისმა“ დიდი ინტერესი და მოლოდინი გამოიწვია.დიდი პასუხისმგებლობაა და ამავდროულად სარისკოა, როცა ფილმს იღებ, რომელიც რეალურ ამბავს, ნამდვილ ისტორიას და თანაც უახლესს, – ეფუძნება.
არ ვიცი რამდენად მზად არიან იდეის ავტორი (ედმონდ მინაშვილი) და რეჟისორი (დიტო ცინცაძე), თუმცა ვთვლი, რომ სიუჟეტიდან გამომდინარე, ქართველი აუდიტორია ალაბთ კრიტიკული იქნება ფილმის მიმართ (თემის სენსიტიურობიდან გამომდინარე).
გამართლდება თუ არა ხალხის მოლოდინი?! ამას ფილმის პრემიერის შემდეგ შევიტყობთ