კახეთში უბედურ შემთხვევას გამგებლის ყოფილი წარმომადგენელი ემსხვერპლა

გურჯაანის გზაზე უბედური შემთხვევა მოხდა. როგორც ცნობილი გახდა, მსუბუქი ავტომანქანა, რომელსაც სოფელ ვეჯინში მერის ყოფილი წარმომადგენელი მართავდა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, ჭაობში გადავარდა.

ლევან ჯანიაშვილი ავტომანქანიდან გადმოვარდა და მას მანქანა ზედ დაეცა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.