ფორმულას მთავარი საინფორმაციო გამოშვება 20 საათზე გავა. საინფორმაციო გამოშვებას, პირველადი ინფორმაციით, ფორმულა ნიუსი ერქმება. ამის შესახებ On.ge-ს არხის დირექტორმა, ზუკა გუმბარიძემ განუცხადა.
- ფორმულას საინფორმაციო გამოშვების წამყვანი ელისო ჯარიაშვილი იქნება.
მისივე თქმით, არხის მაუწყებლობის დაწყების თარიღი არ შეცვლილა. პირველი ოქტომბრიდან ფორმულას მაუწყებლობა სერიალებითა და ფილმებით დაიწყება. 5 ოქტომბრიდან ეთერში გავა საინფორმაციო გამოშვებები, 7 ოქტომბრიდან კი არხზე უკვე დილის გადაცემაც ჩაეშვება.
ფორმულამ მაუწყებლობის უფლება29 აგვისტოს მიიღოამ არხის ფორმულა გახსნის შესახებ ინფორმაციარამდენიმე თვის წინ გახდა ცნობილი. არხის საკონტროლო პაკეტი, 51 პროცენტი თავდაცვის ყოფილ მინისტრს, დავით კეზერასვილს ეკუთვნის.
ფორმულა კრეატივი ცნობილია მისი მთავარი პოპულარული პროდუქტით, ყველაზე წარმატებული ქართული სერიალით “ჩემი ცოლის დაქალები”, რომელსაც კომპანია რუსთავი 2-ის დაკვეთით იღებდა. ის, ასევე, ინტერნეტგამოცემა On.ge-ს მეწილეცაა.გარდა ამისა, კრეატივის გუნდს ეკუთვნის ფილმები “რაც ყველაზე ძალიან გიყვარს”, “ტაქსი”, “ჭამა და სექსი”, ასევე, მრავალი კომპანიის სარეკლამო რგოლი და ხმაურიანი კამპანია.
on.ge