ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ზემო ფონიჭალაში
ჰიუნდაის მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და კლდიდან ჩამოვარდა. ახალგაზრდა გოგო რომელიც ავტომობილს მართავდა მსუბუქად დაშავდა.
“ინფო რუსთავი”-ს ინფორმაციით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ავტომობილის მძღოლი სასაფლაოების მიმდებარე ტერიტორიაზე მანქანის მობრუნებას ცდილობდა.
ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო და საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.