რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი საგანგებო სატელეფონო საუბრებისთვის სპეციალურ მობილურ მოწყობილობას იყენებს, რომელიც ზომით ჩვეულებრივ სმარტფონზე ბევრად დიდია. „მასკოვსკი კომსომოლეცი“ წერს, რომ გამოცემა ამ თემით, ტრამპისა და ზელენსკის საუბრებთან დაკავშირებული მასალების გამოცემის შემდეგ დაინტერესდა, რუსული მედია წერს, რომ მოსმენებისგან დაცვის მიზნით, პუტინი უჩვეულოდ დიდი მობილრი მოწყობილობით საუბრობს.
სპეციალური დაცვითი სისტემების წყალობით, როგორც გამოცემის წყარო იუწყება, მოსმენების ალბათობა სახელმწიფო ლიდერებს შორის თითქმის ნულის ტოლია. „სიგნალი დაშიფრულია საიდუმლო მოწყობილობის გამოყენებით“. კრემლის წყაროს ცნობით, მის გაშიფვრას წელიწადზე მეტი დრო სჭირდება.
„არც ისეთი სქელია“ – ამ ფრაზით იხუმრა პუტინის პრესმდივანმა პრეზიდენტი ტელეფონთან დაკავშირებული კითხვის პასუხად.
newpost.ge