პროტესტის გამოხატვის შემთხვევაში ხშირია მუქარები, სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ.

2020 წელს ბაღის მასწავლებელთა სერტიფიცირება განხორციელდება. ეს ცვლილება ჯერჯერობით მხოლოდ დაანონსებულია. როგორც განათლების სამინისტროს ხელმძღვანელები აცხადებენ, სკოლამდელი აღზრდის საფეხურზე სახელმწიფოს სერიოზული პრობლემები და გამოწვევები აქვს, რისი გადაჭრაც განათლების მიმდინარე რეფორმის ფარგლებში იგეგმება.
თუმცა მთელ რიგ საკითხებზე კონკრეტიკას სამინისტროსგან ჯერ ვერ ვხედავთ, რამაც ბუნებრივია, დამატებითი კითვები გაუჩინა ბაღის პედაგოგებს.

EDU.ARIS.GEს ბევრი მათგანი დაუკავშირდა. თბილისის ერთ-ერთი საჯარო ბაღის აღმზრდელი პედაგოგი გვწერს, რომ რეფორმაში, რომლის განხორციელებასაც სამინისტრო სკოლამდელი აღზრდის საფეხურზე აპირებს, ბევრი უზუსტობა და გაურკვევლობაა, ამასთან აქცენტი კეთდება მხოლოდ სხვადასხვა მოდელებზე, ხოლო ადამიანები ვინც ეს მოდელი რეალობაში უნდა განახორციელოს მეორეხარისხოვანია სისტემისთვის.

„ჩვენი, აღმზრდელების მთავარი პრობლეამა პროფესიული კუთხით განვითარების შესაძლებლობის არქონაა და წლებია ამაზე ვსაუბრობთ, მაგრამ კაციშვილი პატრონი არ გვყავს. სამი სახელმძღვანელო მოგვივიდა ალბათ 6 წლის განმავლობაში, რომელზეც არც ტრენინგი, არც მითითება, არავის არაფერი არ ჩაუტარებია. ჩვენით ვცდილობთ გარკვევას, მე იმას მივაგნებ, ის იმას მიაგნებს და ასე. ოღონდ არავინ არ იცის სწორად ვაკეთებთ, თუ არასწორად. მარტო გვიგზავნიან რაღაცებს. ყველას ჩაუტარდა მგონი ჩვენს სისტემაში ტრენინგი, მზარეულსაც კი, და აღმზრდელი, რომელიც სისტემის ბირთვია, უპატრონოდ და უყურადღებოდაა დატოვებული.

“რაც შეხება გამოცდებს და ჩვენს კვალიფიკაციებს: გამოცდებით ვერავინ ვერ შეგვაშინებს, ჩემს ხელფასზე თუ აისახება, პროფესიულად თუ წინ წამწევს, იმ გამოცდასაც ჩავაბარებ და კიდევ ბევრსაც. ამიტომ რასაც ვითხოვთ ის არის, რომ ჩვენს საქმეში ვიყოთ კომპეტენტურები. ყველა ვითხოვთ ტრენინგს, არ გვინდა არც მე და არც ჩემს კოლეგებს მეთოდისტის მოტანილი ამბავი, არც პეტრესი და არც პავლესი. ამას რომ ვითხოვთ შესაბამისი ხალხისგან, მათი პასუხი ასეთია – იცით რამდენი ხართ? ამდენი თანხა არ არის! მეთოდისტებს რომ გაატარეს ეს ყველაფერი და მერე გამოცდა ჩაუტარეს, სავალალო შედეგი მიიღეს, იცით რატომ? ისინი არ არიან პრაქტიკოსები. მერე მოდიან ეს მეთოდისტები, მესწრებიან და აქეთ მეკითხებიან რაღაცებს. მე როგორც პრაქტიკოსს, ის გაახლებული აქტივობაც მიხარია და ბავშვს ხომ საერთოდ. ამაში თუ სწორ მიმართულებას ვინმე მომცემს მივესალმები“, – გვწერს ბაღის პედაგოგი.

მისივე თქმით, პროტესტის გამოხატვის შემთხვევაში ხშირია მუქარები, სამსახურიდან გათავისუფლების შესა

EDU.ARIS.GE