ნატოს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა ანდერს ფონ რასმუსენმა ხმამაღლა გვითხრა ის, რასაც ნატოელი და ევროპელი მაღალ ჩინოსნები, წლებია, ჩუმად ეუბნებოდნენ ხელისუფლებას. აი რა თქვა რასმუსენმა: “ვფიქრობ, თქვენ უნდა დაიწყოთ დისკუსიები, მისაღები იქნება თუ არა საქართველოსთვის, შეუერთდეს ნატოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარეშე”. საქართველოზე “მზრუნველმა” რასმუსენმა, რომელსაც შემდეგ კვერი დაუკრა მეხუთე კოლონამ _ გიგა ბოკერიამ, “ევროპული საქართველოს” წევრმა ოთარ კახაძემ, თინა ხიდაშელმა და სხვებმა, შემოგვთავაზა, რომ დავთმოთ აფხაზეთი და სამაჩაბლო იმისთვის, რომ შევიდეთ ნატოში.
მეორე აღმაშფოთებელი შემთხვევაც ზემოაღნიშნულ კონფერენციაზე მოხდა, როდესაც იქ “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი ირმა ინაშვილი მივიდა და სიტყვით გამოსვლა მოითხოვა, რათა მისი ორგანიზაციის მიმართ “ევროპული საქართველოს” ლიდერ გიგა ბოკერიას მიერ გამოთქმულ ბრალდებებზე პასუხი გაეცა, მაგრამ ამ ღონისძიების ორგანიზატორმა, “ფრიდომ ჰაუსის” ყოფილმა დირექტორმა და მაკკეინის ინსტიტუტის ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულების დირექტორმა დევიდ კრამერმა მას სიტყვით გამოსვლის უფლება არ მისცა. კრამერს მხარი დაუჭირა ამერიკელების კიდევ ერთმა მარიონეტმა, ლიეტუვას დეპუტატმა ზიგმანტას პავილიონისმა, რომელმაც ინაშვილს ასე მიმართა: “ვფიქრობ, რომ ბოკერია თქვენი საუკეთესო მეგობარია. მოგიწევთ მისი შეყვარება. თქვენ უნდა დარჩეთ ბოკერიასთან, სანამ ნატოში არ შეხვალთ, და შემდეგ შეგიძლიათ იჩხუბოთ”.
მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ
Geworld.ge