მამუკა ხაზარაძე ბიძინა ივანიშვილს ღიად უპირისპირდება.
პოლიტიკაში წასული ბანკირი გიორგი კვირიკაშვილის შეფასებებს ეხმაურება და ამბობს, რომ ივანიშვილი მტერია.
რა გახდა კვირიკაშვილის პოსტიდან მოხსნის და ხაზარაძის პოლიტიკაში წასვლის რეალური მიზეზი, ვინ და რით დააჯერა ბიძინა ივანიშვილი , რომ ის და კვირიკაშვილი მის წინააღმდეგ შეთქმულებას ამზადებდა .
საინფორმაციო გამოშვება „მთავარში“ მამუკა ხაზარაძე სკანდალური ისტორიის დეტალებს ამხელს.
„იქიდან გამომდინარე, რომ ივანიშვილის გარეშე არაფერი ხდება ამ ქვეყანაში , ნებისმიერი შედეგი შეიძლება, რომ პირდაპირ დავუკავშიროთ მას“ – აცხადებს მამუკა ხაზარაძე.