ყაჩაღობა თბილისის ცენტრში – ბაქოს ქუჩაზე ახალგაზრდა ქალი ცხელი უთოთი აწამეს

ყაჩაღობა თბილისის ცენტრში – ბაქოს ქუჩაზე ახალგაზრდა ქალი ცხელი უთოთი აწამეს, ბლაგვი საგნით სცემეს , ვიდრე არ გაიგეს სად ინახავდა ის ოქროსა და ფულს. სასტიკ თავდასხმას წინ მუქარა უძღვოდა . 35 წლის ნატა ფუტქარაიამ თავდასხმამდე რამდენიმე საათით ადრე შეტყობინება მიიღო, რომ მის შვილს მოკლავდნენ.თავდამსხმელებმა 12 000 ლარი და დიდი ოდენობით ოქრო წაიღეს.
ქალის მდგომარეობა კრიტიკულია, მას დამწვარი აქვს ზურგის დიდი ნაწილი და კიდურები ბლაგვი საგნით აქვს დაბეჟილი .
შსს-ში აცხადებენ, რომ გამოძიება დაწყებულია 179-ე მუხლის მეორე ნაწილით რაც ყაჩაღობას გულისხმობს და ახლა საგამოძიებო ქმედებები.