ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ვიდეოთი გამოეხმურა საზოგადოების კრიტიკას, რომელიც მის გუშინდელ განცხადებებს მოყვა. სააკაშვილმა მთავარი არხის ეთერში განაცხადა, რომ ევროპული საქართველოს ლიდერ გიგა ბოკერიასთან ფუნდამენტური განსხვავება აქვს, რადგან ჯვარს ატარებს. მან, ასევე, ტრადიციების მნიშვნელობაზე ისაუბრა. დღეს კი იგივე გაიმეორა.
“საქართველოს დროშას მაინც არ უყურებთ ხანდახან მეგობრებო? რა თქმა უნდა, ეს არის ხაზგასმა არამხოლოდ ჩვენი ფუნდამენტური ღირებულების, არამედ ეს არის ის, რასაც ჩვენი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობა ფიქრობს და ემხრობა. მე მოვუწოდებ ყველას, რომ ნუ მოვწყდებით ჩვენს ხალხს. დიახ ჩვენ ვეფუძნებით ჩვენს ტრადიციებს”, — ამბობს ის.
ამავდროულად სააკაშვილი აცხადებს, რომ მას და მის გუნდს ყველაზე ინოვაციური გეგმები აქვს, მაგრამ ეს არ ეწინააღმდეგება იმას, რომ “ტრადიციულები” იყვნენ.