2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 14 მილიარდ 211 მილიონ 880 ათასი ლარით განისაზღვრა.

2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის თანახმად, აქედან საბიუჯეტო სახსრები შეადგენს 12 მილიარდ 996 მილიონ 880 ათას ლარს, გრანტები – 45 მილიონ ლარს, ხოლო კრედიტები – 1 მილიარდ 170 მილიონ ლარს.

სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების ჯამური მოცულობა შეადგენს 10 მილიარდ 670 მილიონ ლარს, მათ შორის შრომის ანაზღაურებაზე 1 მილიარდ 562 მილიონი ლარი დაიხარჯება.