იქ დარჩენილ “კოლეგებს” ფეხებზე კიდიათ დავალიანებებით გამოყრილი ხალხი

„მთავარი არხის“ დამფუძნებელი, ნიკა გვარამია ნანუკა ჟორჟოლიანისა და ნოდარ მელაძის მიერ პაატა სალიას მიმართ სასამართლოში შეტანილი სარჩელს ეხმაურება და სოციალურ ქსელში იმის შესახებ, როგორ აშუქებს ყველაფერ ამას „რუსთავი 2“.

„ნანუკა ჟორჟოლიანის და ნოდარ მელაძის ფინანსური დარღვევები. ბუღალტრები იყვნენ ეტყობა და მე არ ვიცოდი.

ამ არხს უკვე აღარც პატრონი ყავს და არც სინდისი. ჯერ ხომ იქ დარჩენილ “კოლეგებს” ფეხებზე კიდიათ დავალიანებებით გამოყრილი ხალხი, ვისთანაც ჯერ კიდევ გუშინ მუშაობდნენ. მერე ჟურნალისტურად უმაღლეს სიმაღლეებს შეწვდნენ და კომენტარიც არ თხოვეს. თუმცა ბიძინას ხელფასზე რომ დაჯდები და არხის ისტორიაში პირველად რუსული გავლენის ქვეშ მოექცევი და ამეებს შეირგებ, იმათ მაღალი კი არა და, რამენაირი სტანდარტით არც უნდა მიუდგე.

პ.ს. რაც შეეხება აუდიტის დასკვნას და ჩივილს. თუ მე მიჩივით, სასამართლო დაივიწყეთ. ჩემთან კონტრაქტს ჩახედეთ და ამოიკითხავთ – ლონდონის არბიტრაჟი. იქვე ჩემი შემხვედრი მოთხოვნა იქნება დაყენებული 5 მილიონ დოლარზე. ჰოდა, ვინ რას მოიგებს, როცა მურუსიძის მადლი ვეღარ დაგფარავთ, დაგანახვებთ“.