1-ელი ოქტომბრიდან თბილისში ტაქსების რეფორმირების მეორე ეტაპი იწყება. როგორც ჟურნალისტებს თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ განუცხადა, ტაქსების გარკვეულმა რაოდენობამ უკვე გაიარა კატეგორიზაცია. მისი თქმით, კატეგორიზაცია მინიჭებული ტაქსების 24% ა – კატეგორიაშია, ხოლო დანარჩენის კატეგორიზაციის პროცესი ჯერ კიდევ მიმდინარეობს.
როგორც ირაკლი ხმალაძემ განმარტა, ტაქსების მიმართულებით რეფორმა ამით არ სრულდება. მისივე თქმით, შემდგომი ეტაპი იქნება ის, რომელიც საბოლოო ჯამში, ტაქსის მომსახურების გაუმჯობესებას ითვალისწინებს
TVM.GE ახალი ამბების ვებ პორტალი