სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი „ფეისბუქის“ გვერდზე მორიგ სელფის აქვეყნებს სათაურით – „სელფი გზიდან. პროცესში ჩვენ მოვასწარით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება“.
ფოტოზე ნიკოლ ფაშინიანი, იგორ დოდონი, კასიმ ჯომარდ ტოკაევი, ჰასან როუჰანი და ვლადიმერ პუტინი არიან.
მანამდე გამოქვეყნებულ ფოტოზე მინაწერში სომხეთის პრემიერ-მინისტრი უკმაყოფილო იყო იმ ფაქტით, რომ რამდენიმე ლიდერი სელფის გადასაღებად ვერ დაითანხმა. სავარაუდოდ, ნიკოლ ფაშინიანი ვლადიმერ პუტინს, ჰასან როუჰანისა და ალექსანდრ ლუკაშენკოს გულისხმობდა.
ერევანში ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ლიდერების შეხვედრა მიმდინარეობს.
1tv