რატომ მიდის ამერიკაში „რუსთავი 2“-დან წასული მარიამ გაფრინდაშვილი?

მარიამ გაფრინდაშვილს „რუსთავი 2“-დან წასვლამ სტრესში ჩააგდო. ამიტომ, როგორც ამბობს, ტაიმ აუტი აიღო, დასვენება აქვს გადაწყვეტილი. ცოტა ხნით ამერიკაში, მეგობრებთან მიემგზავრება. ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ აქვს, კონკრეტულად სად და როდის გამოჩნდება. „პრაიმტაიმთან“ ისიც თქვა, რომ შეიძლება საერთოდაც არ დაუბრუნდეს ტელევიზიას.

მარიამ გაფრინდაშვილი: – „რუსთავი 2“-დან რომ წამოვედი, ძალიან დავისტრესე. მძიმე გადაწყვეტილება იყო ჩემთვის. მინდა, რომ ჯერჯერობით დავისვენო. დეპრესია არ მაქვს, მაგრამ მართლა მჭირდება ეს ტაუმ აუტი. სად გამოვჩნდები, არ ვიცი და ისიც არ ვიცი, საერთოდ ეთერში გამოვჩნდები თუ – არა. ამ ეტაპზე, რამდენიმე თვე სხვა გეგმები მაქვს. კონკრეტულად ვერაფერს გეტყვით. ცოტა ხანი ტელევიზიიდან დისტანცირებული ვიქნები. მინდა გავერიდო ამ ამბავს. თუმცა ჩემს კოლეგებს ვგულშემატკივრობ. ეს ადამიანები, ვისთან ერთადაც ბევრი წელია ვიმუშავე, ძალიან მიყვარს. სხვადასხვა არხებიდან შემოთავაზება მქონდა, არის კიდეც, თუმცა მინდა ტელევიზიიდან დისტანცირებული ვიყო. მინდა ბევრი არხი არსებობდეს, კონკურენცია მაგარი რამაა. თუმცა ჯერჯერობით მე ჩემთვის ვიქნები…

წყარო: პრაიმტაიმი.