შსს-მ ადვოკატი ნაირა ოტიაშვილი დააკავა. ადვოკატი სისხლის სამართლის კოდექსის 373-ე მუხლით, მოსამართლის განჩინების საფუძველზეა დაკავებული, რაც დასმენას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან ექვს წლამდე.
ნაირა ოტიაშვილი თემქაზე, სასტიკად მოკლული ანა ნაცვლიშვილის საქმეში მსჯავრდებულის, ლადო გრიგალაშვილის ადვოკატი იყო.
ცნობილია, რომ რამდენიმე თვის წინ, ანა ნაცვლიშვილის მამამ, მამუკა ნაცვლიშვილმა , ნაირა ოტიაშვილის და დამოუკიდებელ ექსპერტებს ალექსანდრე გეჯაძის და გია გოგიას უჩივლა. შვილმოკლული მანა ადვოკატს მოკლული შვილის მისამართით გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადების გამო, დამოუკიდებელ ექსპერტებს კი, გაყალბებული ექსპერტიზისთვის უჩივლა.
შეგახსენებთ, 2018 წლის 22 თებერვალს, თემქაზე გოგოონა კორპუსის უკან, ყელგამოჭრილი იპოვეს . ანა ნაცვლიშვილის მკვლელობის ბრალდებით მისი ყოფილი შეყვარებული ლადო გრიგალაშვილი იმავე დღეს დააკავეს.
2018 წლის 14 ნოემბერს გრიგალაშვილს სასამართლომ უვადო პატიმრობა მიუსაჯა, თუმცა ნაირა ოტიაშვილმა ეს გადაწყვეტილება იმავე წლის 17 დეკემბერს სააპელაციოში გაასაჩივრა.