23 წლის არმინე არუთინიანი რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში თავის ცხოვრებაზე, ხელოვნების სიყვარულსა და “გუჩის” ჩვენებაზე საუბრობს.
მე ხელოვანების ოჯახში გავიზარდე, ბავშვობიდან ვიყავი გარშემორტყმული მხატვრებით და ჩემთვის შემოქმედებითი ატმოსფერო უცხო არ არის. ბაბუაჩემი, ხაჩატურ აზიზიანი და ბებიაჩემი, სვეტლანა სარგისიანი, ორივე მხატვარი იყო და ასწავლიდნენ კიდეც ხატვას.მეც სახვით ხელოვნებას ვსწავლობ პანოს ტერლემეზიანის სახელმწიფო კოლეჯში. მოდითაც იქ დავინტერესდი. ბევრი ფოტოგრაფი და დიზაინერი მეგობარი მყავს, მათ დავხმარებივარ გადაღებებში, მოდელის როლიც შემისრულებია.
არმინე არუთიანი იხსენებს, თუ როგორ მოხვდა “გუჩის” ჩვენებაზე. გოგონა აცხადებს, რომ ბერლინში, ქუჩაში ერთი გოგო მისი გარეგნობით დაინტერესდა, როგორც გაირკვა არმინესთან ფოტოს გადასაღებად მისული გოგო მოდის სკაუტი იყო.
მეგობრებთან ერთად ბერლინში ვიყავი, კორეული ბენდის კონცერტს დავესწარით და მეორე დღეს, საკმაოდ დაღლილები და გამოუძინებლები ქუჩაში ვსეირნობდით. ერთი გოგო მოვიდა ჩემთან, რომელმაც მკითხა, თუ შეიძლება ფოტო გადაგიღოთო.იმდენად მოულოდნელი იყო, ვკითხე,, რაში ჭირდებოდა ჩემი ფოტო. მოდის სკაუტი აღმოჩნდა, ახალ,განსხვავებულ სახეებს ეძებდა და ჩემმა გარეგნობამ დააინტერესა. დავთანხმდი, გადამიღო ფოტოები, გავცვალეთ კონტაქტები და მერე, როცა უკვე ერევანში ვიყავი, მომწერა, რომ “გუჩი” ჩემთან თანამშრომლობით დაინტერესდა და კასტინგში მონაწილეობის მიღება შემომთავაზა.
ყველა ეპოქას თავისი ლამაზები ჰყავს. ვფიქრობ რომ დღეს სილამაზის სტანდარტები ბევრად ველური და მკაცრია, ვიდრე ოდესმე. ყველა გოგონას ალბათ ერთხელ მაინც უფიქრია მიემართა პლასტიკური ქირურგიისთვის და შეეცვალა რაიმე საკუთარ გარეგნობაში. რაც დრო გადის, ვხვდები, რომ მომწონს როგორიც ვარ, მიყვარს ჩემი თავი და პლასტიკური ქირურგიისთვის რომ მიმემართა, ჩემი თავისადმი პატივისცემას დავკარგავდი
არმინე ამბობს, რომ ის არის სომეხი გოგო , რომელსაც უყვარს ის ქალაქი [ერევანი], რომელშიც ცხოვრობს. უყვარს მის გარშემო მცხოვრები ადამიანები და ხელოვნებაში ყოფნა.