დონალდ ტრამპი საკუთარი twitter-ის ოფიციალურ გვერდზე ბოლოდროინდელ აგორებულ სკანდალს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და დაგმო დემოკრატთა მტრული დამოკიდებულება პრეზიდენტის ინსტიტუტის, „ ამერიკელი ხალხის“ მიმართ.
„ყოველდღიური დაკვირვების შემდეგ მივედი იმ დასკვნამდე, რომ ის რაც ჩემ გარშემო ხდება არ ჰგავს იმპიჩმენტს, ეს არის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა, რომელიც გამიზნულია იმისთვის რათა ძალაუფლება წაართვან ხალხს, შეზღუდონ მათი ხმის მიცემის უფლება, თავისუფალი ნება, ძირი გამოუთხარონ რელიგიას , ჯარს და ღმერთს, რომელმაც მისცა ადამიანებს უფლება, ყოფილიყვნენ ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეები“ ,- დაწერა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში.
TVM.GE ახალი ამბების ვებ პორტალი