გია ყანჩელი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქართველი კომპოზიტორია, რომელმაც მოახერხა და არა მარტო სამშობლოში, არამედ საერთაშორისო მასშტაბითაც გაითქვა სახელი, რასაც ცხადყოფს თუნდაც ის ფაქტი, რომ მისი მუსიკა ცნობილმა ამერიკელმა რეჟისორმა, ტერენს მალიკმა თავის ფილმში, სიცოცხლის ხეში გამოიყენა. მას ასევე შექმნილი აქვს მუსიკალური ნამუშევრები ისეთი ცნობილი სპექტაკლებისთვის, როგორებიცაა კავკასიური ცარცის წრე და ხანუმა. მისი კომპოზიციების ალბომები კი, იქნება ეს ქარის მერე თუ Themes from the Songbook, დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს.
ეს გამორჩეული ქართველი შემოქმედი სწორედ დღეს, 2 ოქტომბერს გარდაიცვალა.გთავაზობთ იმ ათ რჩეულ ფილმს, რომლებშიც გია ყანჩელმა თავისი მუსიკით წარუშლელი კვალი დატოვა, ეს ფილმები კი გია ყანჩელის სახელს უკვდავყოფენ სამარადისოდ.