პირდაპირ წერია მის მემუარში, დღე 28, მოვიკლავ თავს – 16 წლის ლენო გვარჯალაძის მამა

16 წლის ლენო გვარაჯალაძის მამამ გადაცემა “სხვა ნანუკა”-ში სტუმრობისას, შვილის თვითმკვლელობაზე ღიად ისაუბრა და თქვა, რომ ის წერდა მემუარებს, სახელწოდებით 28 დღე სიკვდილამდე. გიორგი გვარაჯალაძის თქმით, ნანობს, რომ მის სოციალურ ქსელს ან ჩანაწერებს რომ არ კითხულობდა, რადგან შესაძლოა ეს ტრაგედია არ დატრიალებულიყო და მისი პრობლემები უფრო მეტად დაენახა.

“პირდაპირი წერია, დღე 28, მოვიკლავ თავს, გადავხტები აივნიდან. მე გამოვიცანი და ვუთხარი, ხომ აპირებ გადახტომას და გადახტი თქო, ჰოდა სამ საათში გადახტა”- თქვა გიორგი გვარჯალაძემ და მშობლებს მოუწოდა, მეტი დრო დაუთმონ შვილებთან ურთიერთობას.