“კიევმა უნდა შეინარჩუნოს ტრადიციული ფასეულობები და ევროპული პრინციპები ბრმად არ უნდა გადმოიღოს”, _ განაცხადა პარტია “ხალხის მსახურის” დეპუტატმა უკრაინის პარლამენტში _ ირინა ვერეშჩუკმა.
პარლამენტარის თქმით, დასავლეთში ბევრი ტრადიციული ფასეულობა გაიცრიცა, თუმცა ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში ისინი ჯერ კიდევ დიდ როლს თამაშობენ.
დეპუტატმა, აგრეთვე, აღნიშნა, რომ ბრექსიტისა და სეპარატისტული მოძრაობების გააქტიურების მიზეზით ევროკავშირი დაშლის პირასაა. ამის გამოა, რომ გაერთიანებაში უკრაინას იშვიათად ახსენებენ. “ევროპას ჯერ ვერ გავაგებინეთ, რომ მას ჩვენ უფრო ვჭირდებით, ვიდრე ჩვენ ევროპა. მათ თავის პრობლემები აქვთ თავზე საყრელად”.
Geworld.