მოსახლეობის ჩანაცვლება საფრანგეთში კრიტიკული პრობლემაა, ჩვენი წინაპრების მიწაზე შეიძლება უმცირესობად ვიქცეთ – მარიონ მარეშალ-ლე პენი

საფრანგეთის პარლამენტის ყოფილი წევრი, მემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერის, მარინ ლე პენის დისშვილი მის მხარდამჭერებს მოსახლეობის „დიდი ჩანაცვლების წინააღმდეგ ბრძოლისკენ მოუწოდებს.

მარიონ მარეშალ-ლე პენმა პარიზში გამართულ კონფერენციაზე განაცხადა, რომ მასობრივი დემოგრაფიული გამოწვევა – „დიდი ჩანაცვლება“ ამჟამად საფრანგეთისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი პრობლემაა.

„პირველი მთავარი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გამოწვევა არის „დიდი ჩანაცვლება“ – დემოგრაფიული კლება, რომელიც გვაიძულებს ჩვენი წინაპრების მიწაზე უმცირესობად ქცევის შესაძლებლობა გავაცნობიეროთ“, –  განაცხადა მარიონ მარეშალ-ლე პენმა.

მისივე თქმით, დიდი ჩანაცვლების თანმდევი შედეგები იქნება მულტიკულტურული საზოგადოება, რომელსაც სურს იყოს „გაბზარული და მოძალადე“.

წყარო:https://www.breitbart.