ერთ წელში რძის ნაწარმი 14%-ით, ხორცი – 12%-ით, პური – 10%-ით, თევზი – 16%-ით, თამბაქო კი – 29%-ით გაძვირდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა საქართველოში ინფლაციის 2019 წლის სექტემბრის მონაცემები გამოაქვეყნა. საქსტატის თანახმად, 2019 წლის სექტემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 1.7 %, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 6.4 % შეადგინა. ამ დონის ინფლაცია ქვეყანაში 2017 წლის შემდგომ არ ყოფილა.

ამავე პერიოდში თამბაქოს გარეშე ინფლაციის მაჩვენებელმა წინა თვესთან შედარებით 1.8 % შეადგინა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სახეზე გვაქვს სამომხმარებლო ფასების 5.7 %-იანი ზრდა.

რაც შეეხება წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებლებს, 2019 წლის სექტემბერში, 2018 წლის ამავე თვესთან შედარებით, ჯგუფში სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ფასები გაიზარდა 11.7 % -ით. ფასები მომატებულია შემდეგ  ქვეჯგუფებზე: თევზეული (16.1 %), რძე, ყველი და კვერცხი (14.6 %), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (13.2 %), ხორცი და ხორცის პროდუქტები (12.6 %), პური და პურპროდუქტები (10.8 %), ბოსტნეული და ბაღჩეული (10.1 %), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (7.6 %), ასევე ზეთი და ცხიმი (3.0 %).

ჯგუფზე: ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო – ფასები გაზრდილია 14.6 % -ით. ფასები მომატებულია როგორც თამბაქოს ნაწარმზე (29.0 %), ასევე ალკოჰოლურ სასმელებზე (2.6 %).

ტრანსპორტი: ამ ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 3.9 %-იანი მატება. ჯგუფში: დასვენება, გართობა და კულტურა: ფასები გაზრდილია 6.9 %-ით. ფასები გაიზარდა გასართობ და კულტურულ მომსახურებაზე (6.6 %)

ჯანმრთელობის დაცვა: ამ ჯგუფში ფასები მომატებულია 4.0 %-ით. ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: სამედიცინო პროდუქცია, აპარატურა და მოწყობილობა (6.6 %), ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება (3.7 %) და საავადმყოფოების მომსახურება (1.1%).

2019 წლის აგვისტოს თვესთან შედარებით, სექტემბერში სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე ფასები 3.3%-ით არის მომატებული. ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (9.8 %), რძე, ყველი და კვერცხი (8.1 %), მინერალური და წყაროს წყალი,  უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (3.0 %), ბოსტნეული და ბაღჩეული (2.7 %), ხორცი და ხორცის პროდუქტები (2.3 %), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (1.6 %), თევზეული (0.8 %), ასევე ზეთი და ცხიმი (0.7 %). რაც შეეხება განათლებას, ამ ჯგუფში ფასები მომატებულია 2.7 %- ით,  ფასები გაიზარდა საშუალო განათლების (5.0 %), სკოლამდელი და დაწყებითი განათლების (4.9 %) და დონით განუსაზღვრელი განათლების (2.0 %). ჯგუფში: საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი დაფიქსირდა ფასების 1.3 %-იანი მატება. ჯგუფში ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა: ფასები მომატებულია 1.7 %-ით.  

geostat.