ტრაგედია იმერეთში – ჭორვილაში არასრულწლოვანმა ბიჭმა თავი ჩამოიხრჩო

საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭორვილაში, არასრულწლოვანმა ბიჭმა თავი ჩამოიხრჩო.

ახლობლების წინასწარი ინფორმაციით, მოზარდი ინტერნეტთამაშის მსხვერპლი გახდა.

როგორც „ნიუპოსტს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ნიუპოსტს