საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანსა და სემ პატენის ფოტო გამოაქვეყნა, როგორც სააკაშვილი აცხადებს, პატენი საქართველოში იყო და წულუკიანთან ურთიერთობდა, ივანიშვილის პოლიტიკაში ოფიციალურად ჩართვამდე რამდენიმე თვით ადრე.
“ეს სემ პატენია, რომელმაც მიულერის გამოძიების ფარგლებში, რომელიც იკვლევს რუსეთის ჩარევის ფაქტებს ამერიკის არჩევნებში, აღიარა ბრალი. აღმოჩნდა, რომ საქართველოში იყო და წულუკიანთან ურთიერთობდა, ივანიშვილის პოლიტიკაში ოფიციალურად ჩართვამდე რამდენიმე თვით ადრე.
ივანიშვილმა თავისი გადაწყვეტილება გამოაცხადა 2011 წლის სექტემბერში და მანამდე ყველაფერი უკვე მზად ქონდა, ციხის ძირითადი კადრების ჩათვლით. ამავე დროს, რუსეთთან დაკავშირებული პირები უკვე ურთიერთობდნენ მის მომავალ მთავარ დასაყრდენებთან.ერთი სიტყვით – “არა არს დაფარული,რომელი არა გაცხადდეს”…ერთდერთი რაც ვერ გავიგე, რა შუაშია მულტფილმის კეთილი პერსონაჟი “ჩებურაშკა”, ამ ბოროტებასთან“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.
2020news.ge